ნინოს კითხვარი

Wednesday, September 10, 2014

რეფლექსია

დღე 1
 
  საინტერესო ტრენინგი იყო. მართალია, ზოგი რამ ვიცოდი, მაგრამ ახალიც შევისწავლე. ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა ბლოგის შექმნა. იმედია კიდევ ბევრ მნიშვნელოვანს  გავიგებ.

დღე 2

   საინტერესო დღე იყო. გავეცანით ვიდეოგაკვეთილების პორტალს. მოვახდინეთ ბლოგის დიზაინის შეცვლის შესწავლა, ვისწავლეთ გაჯეტის დამატება, ბლოგზე განვათავსეთ ინტერაქტიული გამოკითხვა. მომდევნო დღეებში კიდევ ბევრ სიახლეს ველი.


დღე 3

 ნაყოფიერი დღე იყო. ვისწავლე გუგლის დრაივზე საქაღალდის და ფაილის ატვირთვა, დრაივში ინფორმაციის მოხვედრის გზები, კითხვარის შექმნა და მეილზე გაგზავნა, ბლოგზე კითხვარის გამოქვეყნება. ამ ყველაფერს კიდევ უნდა გადავხედო რომ კარგად დავიმახსოვრო, თორემ ძალიან ბევრი სიახლეა ჩემთვის და თუ არ ვიმუშავე შედეგის მიღწევა ალბათ გამიჭირდება.იმედი მაქვს ამ ყველაფერს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.


დღე 4

დღეს ვისაუბრე პროექტის შესახებ. დავაზუსტე რაც მქონდა გაურკვეველი. ვისწავლე დოკუმენტზე პაროლის დადება და მოხსნა.  გუგლის დრაივზე ავტვირთე საქაღალდე, ასევე გავეცანი როგორ ხდება საქაღალდის წაშლა, დრაივზე ატვირთულ დოკუმენტში მუშაობა. საინტერესო დღე იყო.



დღე 5

გავაგრძელე პროექტზე მუშაობა, დავსვი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ცოტა გამიჭირდა ზოგადი კითხვის შერჩევა. ვისწავლე უცხო სიტყვათა ლექსიკონის გამოყენება. გავეცანი, თუ როგორ ხდება პრეზენტაციის გაკეთება, გაფორმება.  ბევრი და სერიოზული მუშაობა მომიწევს.   ცოტა ბუნდოვანია ჩემთვის რა უნდა გავაკეთო, რათა პროექტს დასრულებული სახე მივცე.



დღე 7

გავიმეორეთ დიაგრამის აგება. ვიმუშავე ბროშურის შექმნაზე, მის გაფორმებაზე. გავაკეთე შეფასების კრიტერიუმის სქემა. ბევრი სამუშაო მაქვს შემდეგისთვის.




დღე 8

დავასრულე პროექტის გეგმა, შესწორება შევიტანე პროექტის პრეზენტაციაში. პორტფოლიო გამოვაქვეყნე გუგლის დრაივზე და გავაზიარე ბლოგზე. ვემზადები პრეზენტაციისთვის.




დღე 9

 დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია. მოვისმინე სხვა პრეზენტაციები, განვიხილეთ ჩვენი ნამუშევრები. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ტრენინგზე ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე ბლოგის შექმნა, პროექტზე მუშაობა, პოვერ პოინტში პრეზენტაციის გაკეთება,  ბროშურის შექმნა, გუგლის დრაივზე პორტფოლიოს ატვირთვა და ბლოგზე გაზიარება.  დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი, ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.